ახალი ამბები

საქართველოში ავტომობილის დაზღვევა წელიწადში საშუალოდ 1626 ლარი ჯდება

საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება დაახლოებით 1626 ლარი, ანუ თვეში 135 ლარია.

სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 126 065 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს.

ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 205 მლნ ლარის პრემიები მოიზიდეს.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“ (26%), „ალდაგს“ (24%) და „ჯიპიაის“ (13%) აქვს.