თელავში, ლესელიძის ქუჩის მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს
თელავში გადათხრილი გზები კვლავ თვალშისაცემია. ამორტიზირებული გზები ზამთარში გადაადგილების პრობლემას ქმნის, ზაფხულში კი მოსახლეობას მტვრით აწუხებს. თელავში, ლესელიძეს ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. მოქალაქეები KNEWS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ პროექტები, რომლის ფარგლებშიც ხდება გზების გადათხრა, დროულად არ სრულდებათელავში მცხოვრებლების თქმით, წლებია გზები, სადაც ყოველდღიურად გადაადგილება უწევთ, დაზიანებულია პროექტი კი დროშია გაწელილი. გადათხრილი გზები უქმნით პრობლემას მძღოლებსაც. როგორც ისინი საუბრისას განმარტავენ, ამის გამო, ხშირად ზიანდება მანქანები და შესაკეთებლად მათ თანხის დახარჯვა უწევთ.