ახალი ამბები

თელავში, ბებია-პაპების კლუბის წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

თელავში 1989 წლის 9 აპრილს გმირულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბებია-პაპების კლუბის წარმომადგენლებმა. 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ცრემლების გარეშე ვერ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როდესაც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

ბებია პაპების კლუბის დამფუძნებლის გვანცა ქეშიკაშვილის თქმით, 9 აპრილის კადრებს, დღესაც კი უემოციოდ ვერ უყურებს.

„დღესაც ვერ ვუყურებ გადაცემას, როემლიც 1989 წლის 9 აპრილს ასახავს. ძველი კადრები აცოცხლებს იმ დღეს და არ შემილია ამ ყველაფრის ყურება ცრემლების გარეშე. ჩვენ, დღეს პატივი მივაგეთ იმ მებრძოლ ადამიანებს, რომელთა თავგინწირვის შედეგიც არის დღევანდელი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ბებია-პაპების კლუბის დამფუძნებელმა გვანცა ქეშიკაშვილმა.