ახალი ამბები

ქართული ოქროს საექსპორტო ფასი გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე ერთი უცნია ოქრო თითქმის 300 დოლარით გაძვირდა და 2.300 დოლარს მიუახლოვდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 14.021 მლნ დოლარის ღირებულების 0.44 ტონა ოქრო, კილოგრამის ფასმა საშუალოდ 31 866 დოლარი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 16.346 მლნ დოლარის 0.60 ტონა ოქრო გაიყიდა, კილოგრამი საშუალოდ 27 244 დოლარად. შედეგად გამოდის, რომ ქართული ოქროს ექსპორტი წელს თითქმის 17%-ით გაძვირდა.