აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა
შიდა მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გამოაცხადა.
ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარია. ერთ-ერთი ტენდერი უკავშირდება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენების გადაყვანის უზრუნველყოფას. მგზავრთა რაოდენობა არანაკლებ 40 უნდა იყოს. ამასთანავე, შესყიდვის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდით შესაძლებელი უნდა იყოს თითოეული მგზავრისთვის არანაკლებ 15კგ. თანმქონი ბარგის გადატანა. აღნიშნული ტენდერის ღირებულება 8 178 197 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 2 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 018 896 ლარი იქნება. წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 2 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება. ტენდერის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით ასე გამოიყურება:
თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი.
ამასთანავე, საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა იყოს, თითოეულ მგზავრზე, არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის გადატანა.