მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო
2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ს შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.
მონაცემების მიხედვით, ფასები შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, კერძოდ, 1.5%-ით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
რა გაიაფდა მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ათეული ასეთია:
ანტიბიოტიკები – 39%
წიწიბურა – 37%
კარტოფილი – 35%
მზესუმზირის ზეთი – 30%
ხახვი – 28,3%
საშინაო ფეხსაცმელი კაცის – 24%
მარგარინი – 21,5%
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი – 21%
ტელევიზორი – 20,5%
კომპიუტერი – 19%