რა ეღირება თელავიდან ბათუმის, თბილისის და მესტიის მიმართულებით ფრენები
მთავრობამ შიდა ფრენების შესახებ განკარგულება გამოაქვეყნა. სწორედ ამ განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ აქვს აეროპორტების გაერთიანებას ტენდერის მყისიერად გამოცხადება დაანონსებული.
განკარგულების პროექტი, რომლითაც შიდა ფრენების ტარიფები და სიხშირეები დგინდება, მთავრობის 27 მარტის სხდომაზე განიხილეს. გამოქვეყნებული განკარგულებით, დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-თბილისის, ასევე მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა, ჯამში 11 ადგილობრივი ავიარეისების შესრულება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 18 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა. აქამდე, შიდა ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წელიწადში 8 მლნ ლარი იყო.
მთავრობის განკარგულების თანახმად, ავიარეისები განხორციელდება მესტია-ბათუმი-მესტიისა და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებით.
განკარგულების თანახმად, მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 168 დოლარი იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი 129 დოლარით განისაზღვრება.
მომსახურების შესყიდვა აეროპორტების გაერთიანებას დაევალა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 601 140 დოლარია. აღსანიშნავია იცის, რომ მომწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეასრულოს:
თელავი-ბათუმი-თელავი – 40 ადგილი, 129 დოლარი
მესტია-თელავი-მესტია – 15 ადგილი, 187 დოლარი
თელავი-ამბროლაური-თელავი – 40 ადგილი, 108 დოლარი
თელავი-ქუთაისი-თელავი – 40 ადგილი, 87 დოლარი
თელავი-თბილისი-თელავი – 40 ადგილი, 50 დოლარი