სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა.
მისივე განმარტებით, სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
„მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის. გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთი წამყვან ვირუსად. წინა კვირებთან შედარებით განსხვავებაა ის, რომ მკვეთრი სიჭარბე არ აღინიშნება. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, პრაქტიკულად განახევრდა. ქვეყანაში, მაინც მაღალია მიმართვიანობა მწვავე რესპირაციული ვირუსების თვალსაზრისით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებშიც მაღალია მიმართვიანობა. საავადმყოფოებში, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია“.