სიღნაღელი ვანო ჯიმშიტაშვილი, ტაილანდური კრივის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
სიღნაღელი სპორტსმენი, ვანო ჯიმშიტაშვილი, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში მან დაძაბულ ორთაბრძოლაში სომეხ სპორტსმენს სძლია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრი მიმდინარე წლის 30-31 მარტს სომხეთში, ქალაქ ერევანში ჩატარდა.
,,საერთაშორისო ტურნირზე ტაილანდურ კრივში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის კიკბოქსინგის და კრივის სექციის სპორტსმენი, ვანო ჯიმშიტაშვილიც ასპარეზობდა. ტურნირზე ხუთი ქვეყნის სპორტსმენმა იასპარეზა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების თხუთმეტმა წევრმა. საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ნაკრების რვა სპორტსმენმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილები მოიპოვა. მათ შორისაა ქალაქ წნორის კიკბოქსინგის და კრივის სექციის წარმატებული სპორტსმენი, ვანო ჯიმშიტაშვილი. მან სამი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.”