საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 166 მამაკაცს აქვს
საქართველოში მარტოხელა მამის სტატუსი 165 ადამიანს აქვს, ხოლო ერთი მამაკაცი არის მშვილებელი – ამის შესახებ აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ხატია დეკანოიძისადმი გაგზავნილ პასუხში.
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში მარტოხელა მშობლის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 762 ადამიანს, აქედან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯამში 166 არის მამრობითი სქესის წარმომადგენელი.
რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, 14-ს კი მშვილებელი ქალის.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ მიენიჭა 2 518 ქალს და 110 მამაკაცს.