ახალი ამბები

2025 წლიდან ბაზარზე ზედამხედველობასა და კონტროლს დამატებით 101 სამშენებლო პროდუქტი დაექვემდებარება

სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ბაზარზე კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, მომავალი წლიდან კიდევ 101 დასახელების პროდუქტი დაემატება – შესაბამის დადგენილებაში ცვლილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს ინიცირებით დაამტკიცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდამავალ პერიოდში, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, შემოწმების ფარგლებში გასცემს საჭირო რეკომენდაციებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს ცვლილებებთან ადაპტირებაში.