მეორადი ტანსაცმლის იმპორტი გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში საქართველოში 3,078 მლნ აშშ დოლარის მეორადი მოხმარების ტანსაცმელი შემოვიდა, რაც 38%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის თებერვალში საქონლის იმპორტმა 2,236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, იმპორტი 6,2 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი წლიურ ჭრილშიც. კერძოდ, 2023 წელს საქართველოში 40,745 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2022 წელს 34,513 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც მეორად ტანსაცმელს ვყიდულობთ, წელს თებერვალში, ლიდერი იყო თურქეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 38% მოდის.
უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც წელს თებერვალში, მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, ასე გამოიყურება:
თურქეთი- 1,182 მლნ აშშ დოლარი
აშშ – 547.7 ათასი აშშ დოლარი
ნიდერლანდები – 510.1 ათასი აშშ დოლარი
გაერთიანებული სამეფო – 296.3 ათასი აშშ დოლარი
გერმანია – 184.5 ათასი აშშ დოლარი