სოფელ გურჯაანის ,,მიქაელ მთავარანგელოზის” სახელობის ეკლესია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანში მდებარეობს ,,მიქაელ მთავარანგელოზის” სახელობის ეკლესია. არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება მე-XVIII საუკუნეს.
გასული საუკუნის 20-იან წლებში, ბოლშევიკების ცნობილი ანტირელიგიური მოძრაობის დროს, ეკლესია დახურეს, ხოლო ეკლესიის მსახურნი გამოყარეს.
მოგვიანებით, ეკლესიაში გახსნეს სპორტ-დარბაზი, მერე პურის საცხობი. მამა მიქაელის დიდი ძალისხმევის შედეგად, გასული საუკუნის ბოლო წლებში, ეკლესია მოქმედი გახდა. ღვაწლმოსილმა მოძღვარმა, თავისი ხელით მოხატა ეკლესიის ინტერიერი. აშენებული იქნა, სამრეკლო და მღვდელმსახურთა საცხოვრებელი სახლი.