2050 წლისთვის მსოფლიოში კიბოს შემთხვევები გაორმაგდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2050 წლისთვის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა 77%-ით გაიზრდება, რაც დაახლოებით 18,5 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს რიცხვი დაავადების შემთხვევების თითქმის ორმაგ ზრდას ნიშნავს, მაშინ, როცა 2022 წელს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 20 მლნ ადამიანი იყო, ხოლო სიკვდილიანობა – 9,7 მლნ.
ყველაზე დიდი რისკის მქონე რეგიონად აფრიკა დასახელდა, სადაც დაავადების ყველაზე მაღალ პროცენტულ ზრდას ელიან. ჯანმო-ს ცნობით 2050 წლამდე შემთხვევების რაოდენობა აქ 140%-ით, 2,8 მილიონამდე მოიმატებს, 2022 წელს 1,2 მლნ შემთხვევასთან შედარებით.

აზიაში, კიბოს შემთხვევათა რიცხვი 2022 წელთან შედარებით (9,8 მლნ) 76,8%-ით მოიმატებს და 17,4 მლნ შემთხვევამდე გაიზრდება. რაც შეეხება ევროპას, 2022 წელთან შედარებით (4,4 მლნ), 24,6%-იან – 5,5 მლნ-მდე მატებას ვარაუდობენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგები 115 ქვეყნის მონაცემებსაც შეეხო, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვა აქვთ. კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 39% მოიცავდა კიბოს საბაზისო მართვას, როგორც ძირითადი ჯანდაცვის სერვისების ნაწილს, ხოლო 28% დამატებით ფარავდა პალიატიურ მომსახურებას.
რაც შეეხება მიზეზს, კიბოს განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება, მოხსენების თანახმად, მსოფლიოს ხანდაზმული მოსახლეობის ზრდა, სავარაუდოდ, კიბოს შემთხვევების ზრდას გამოიწვევს. გაეროს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის 65 წელზე უფროს ასაკს 1,5 მილიარდი ადამიანი მიაღწევს.
სხვა ძირითად რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების წინაშე დგანან, მათ შორის ჰაერის დაბინძურების, თამბაქოსა და ალკოჰოლის ზემოქმედების. რისკ-ჯგუფში არიან ჭარბი წონის პრობლემის მქონე ადამიანებიც.