ქალაქ გურჯაანში, ,,ნავთის ხევის” კოლექტორის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები განხორციელდა
ქალაქ გურჯაანში ნავთის ხევის კოლექტორის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები დასრულდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, პროეტზე მუშაობა გასულ წელს მომხდარი სტიქიიდან უმოკლეს დროში დაიწყო, მაგრამ პროექტის სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე, სამუშაოების დრო გახანგრძლივდა.
,,საპროექტო სამუშაოები მოიცავდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნებს და ნებართვების მიღებას, რაც მოსახლეობის უსაფრთხობიდან გამომდინარეობს. კოლექტორის პროექტის მომზადებაზე 105 000 ლარამდე დაიხარჯა. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ახალი, დახურული კოლექტორი და ნავთის ხევი მოექცევა ერთიან კალაპოტში. გაიწმინდება ძველი კოლექტორის მცირე ნაწილი, რომელიც გაგრძელდება ახალი კოლექტორით და შეუერთდება ახტლის ხევს.
ნაგებობა გაივლის ცენტრალურ მაგისტრალზე, მიწის ქვეშ, რაც მოითხოვს საგზაო საფარის მოხსნას და მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარებას. ზემოდან მოეწყობა ისეთი გადახურვა, რომელზეც შესაძლებელი იქნება ახალი საგზაო საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე წინასატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და ტენდერის დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს. კოლექტორის მშენებლობას საშუალოდ 6 თვე დასჭირდება”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ფოტო: არქივიდან