საქსტატი – გასულ წელს კახეთში 3 960 ადამიანი გარდაიცვალა
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 %-ით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.
ამავე კვლევის მიხედვით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 229 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი).
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, აჭარში 3 286 ადამიანი გარდაიცვალა, გურიაში – 1 463, იმერეთში – 7 008, კახეთში – 3 960, მცხეთა-მთიანეთში – 1 200, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 4 119, სამცხე-ჯავახეთში – 1 740, ქვემო ქართლში – 4 159, შიდა ქართლში – 3 012.
სტატსტიკის მიხედვით, 2023 წელს, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.5 პრომილე.
ამასთან, 2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.