ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ამორტიზებული ქუჩები თელავში

თელავში გადათხრილი გზები კვლავ თვალშისაცემია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული გზების გამო გადაადგილების პრობლემა აქვთ.

გზები ამორტიზებულია 300 არაგველის ქუჩაზეც. გადათხრილი გზები პრობლემას უქმნით მძღოლებსაც. ამბობენ, რომ მანქანები ხშირად ზიანდება და საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა უწევთ.

ადგილობრივების თქმით, პრობლემა ზაფხულში მწვავდება. მტვრის გამო გადაადგილება უჭირთ და გზების დროულად შეკეთებას ითხოვენ.