საიდან მიეწოდება თელავს წყალი და რა ინტენსივობით
აღნიშნული საკითხის მიმართ მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, knews.ge-მ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას თელავში, წყლის ხარისხზე კითხვები დაუსვა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ თელავს წყალი რამდენიმე სათავედან მიეწოდება.
„თელავს წყალი ბევრი მხრიდან მიეწოდება ესენია: ბურუს ნაქალაქარი 180მ3/სთ. ჯვარი პატიოსანი 6მ3/სთ. წიწმატიანი 315მ3/სთ. N1 ჭაბურღილი 33მ3/სთ N2 ჭაბურღილი 44მ3/სთ N3 ჭაბურღილი 9მ3/სთ N4 ჭაბურღილი 3მ3/სთ N5 ჭაბურღილი 20მ3/სთ N6 ჭაბურღილი 36მ3/სთ N1 ჭაბურღილი 33მ3/სთ.
აღსანიშნავია გრაფიკი, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. „პროექტის ფარგლებში 3 ახალი ჭაბურღილი და 90 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი მოეწყო, წყალმომარაგების ქსელზე დაერთდა 2700 სახლი და აშენდა 4 ახალი რეზერვუარი: ცენტრალური (2×2000 მ3); კავკასიონი (500მ3) შალაური (1000მ3) ზუზუმბო (500მ3). რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვარდისუბნის 7000მ3-იან რეზერვუარს. მოეწყო ახალი სატუმბი სადგური თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შედეგად, თელავის მოსახლეობა უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. პროექტის ბიუჯეტმა 26,042,260 ლარი შეადგინა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. თელავის „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობას, რომელიც 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებდა. აშენდა სატუმბი სადგური და მაგისტრალური წყალდენი; რეაბილიტირდა წყალშემკრები შენობა; პროექტის ბიუჯეტმა 7,558,768.00 ლარი შადგინა.“ – აცხადებენ წყამომარაგების კომპანიაში.
მათი თქმით, წყლის ფილტრაცია ხდება 24 საათის განმავლობაში. როგორც საუბრისას აღნიშნეს, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს წყლის რესურსის სწორად გამოყენება.
„წყლის რესურსის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია წყლის რესურსების არასწორი გამოყენება. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წყლის საშუალო მოხმარება დღე-ღამეში უფრო მაღალია ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. თბილისის მცხოვრებნი დღე-ღამეში საშუალლოდ 400 ლიტრ წყალს მოიხმარენ. წყლის მოხმარება უფრო მაღალია კერძო სახლებში, სადაც ყოველდღიურად 1000 ლიტრი წყალი მოიხმარება. ევროკავშირის ქვეყნებში დღე-ღამეში მოხმარებული წყალი 100-200 ლიტრს შორის მერყეობს. მნიშვნელოვანია საქართველოში გაიზარდოს წყლის რაციონალურად გამოყენება, დაიზოგოს და გონივრულად განიკარგოს სასმელი წყლის არსებული რესურსი. ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს გააჩნია წყლის დაზოგვისა და ეფექტურად გამოყენების პოტენციალი. მნიშვნელოვანია დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანების ცნობიერების გაზრდა წყლის ეფექტურად მოხმარებაზე. რჩევები წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის როგორ შეგიძლია დაზოგო წყალი შენ?! მოშვებული ონკანიდან ერთ წუთში, დაახლოებით, 5-10 ლიტრი წყალი იხარჯება. დაკეტე ონკანი კბილების გახეხვის დროს! თუ თქვენ გაიხეხავთ კბილებს რეკომენდირებული 2 წუთის განმავლობაში, ონკანის დახურვის შემთხვევაში, თქვენ დაზოგავთ საშუალოდ 28 ლიტრ წყალს დღეში. ნუ გარეცხავთ ჭურჭელს გამდინარე წყლის ჭავლით.
ჭურჭლის გარეცხვამდე თეფშებს მოაცილეთ საჭმლის ნარჩენები, მოაგროვეთ წყალი ნიჟარაში ან ჯამში და გახსენით წყლის გამრეცხი საშუალება, მიღებულ ხსნარში დაამუშავეთ გასარეცხი ჭურჭელი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაავლეთ გამდინარე წყალი. ამ ხერხით, თქვენ დაზოგავთ დასახარჯი წყლის ნახევარს. არ გაალღო გაყინული პროდუქტი გამდინარე წყალში. უნიტაზის ერთ ჩარეცხვას, დაახლოებით, 3-დან- 8 ლიტრამდე წყალი ჭირდება. გამოიყენე უნიტაზი, რომელსაც აქვს რეზერვუარი ნაკლები წყლის მოცულობით. დაარეგულირე წყლის საჭირო ნაკადი რეზერვუარის შემავსებელი მექანიზმის მეშვეობით. კვლევები ადასტურებს, რომ სასმელი წყლის დანახარჯის 1/3 ნაწილი უნიტაზის მოხმარებულ წყალზე მოდის. შხაპის მიღების დროს საშუალოდ 50-დან 150 ლიტრამდე წყალი იხარჯება. ნუ მოუშვებთ ონკანს წინასწარ, შხაპის მიღებამდე. შეარჩიეთ საშხაპე ყურმილი, რომელზე დატანილ ხვრელებსაც შეუძლიათ წყლის მცირე ნაკადის გატარება. მაქსიმალურად შეამცირეთ შხაპის მიღების დრო და არ დაგავიწყდეთ წყლის დაკეტვა, როცა მას არ იყენებთ.
სასმელი წყლის გაციების მიზნით მოშვებული ონკანიდან იღვრება, დაახლოებით, 3-5 ლიტრი წყალი. შეინახეთ წყლით სავსე ბოთლი მაცივარში, ამ ცვლილებით დღეში 250 ლიტრამდე წყალი შეგიძლიათ დაზოგოთ. დაზიანებული ონკანიდან წამში ერთი წვეთი წყლის დაკარგვით, დღე-ღამეში 4-5 ლიტრი წყალი იხარჯება. შეაკეთეთ დაზიანებული ონკანები, მილები რათა დაზოგოთ წყალი და შესაბამისად დაზოგოთ წყლის გადასახადი. წლის განმავლობაში საშუალოდ მინიმუმ 5000 ლიტრი წყალი გამოიყენება ბაღის მოვლისთვის. ნაცვლად ონკანის წყლისა, ბაღის მოსარწყავად გამოიყენეთ შეგროვებული წვიმის წყალი. სწორად შეარჩიეთ ბაღის მორწყვის დრო. იმ საათებში, როდესაც ტემპერატურა მაღალია და აორთქლება ხდება, გამოყენებული წყლის ნაწილი მცენარეებამდე ვერ აღწევს და ორთქლდება. მორწყეთ თქვენი ბაღი დილით ან საღამოს, რათა ნაკლები წყლის რაოდენობით მოხდეს მიწის დატენიანება,“- განაცხადეს კომპანიაში.