ახალი ამბები

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა-ფოტოები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე „კაბალმა“კალაპოტი და ნაპირსამაგრი გაბიონი დააზიანა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა, სოფელ ჭიურში, რამოდენიმე მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთიც დატბორა. არსებულ ვითარებას, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მობილიზებულია ადგილობრივი სპეცტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.