თელავში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი გზავნილია ,,ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები”.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მუზეუმმა მოიწვია ,,საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის” ფსიქოლოგი თამთა წიკლაური, რომელმაც ისაუბრა დაუნის სინდრომის მქონე პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ დღის ცენტრის პედაგოგები, ბენეფიციარები, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები და სპეც პედაგოგები.