ახალი ამბები

ლაგოდეხელი მარიამ ძამაშვილი კრივში, მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ძამანაშვილი, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილის მფლობელია.

გამარჯვება სპორტსმენს, მუნიციპალიტეტის მერმა, პირადად მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა. შეგახსენებთ, მარიამ ძამანაშვილი, ასევე, „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.