ლაშა ბექაური თბილისის გრანდ-სლემის ორგზის ჩემპიონია
ლაშა ბექაური თბილისის გრანდ-სლემის ორგზის ჩემპიონია.
ძიუდოისტმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი მეტოქე ელჯან ჰაჯიევი იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
“არ ვიცი როგორ აღვწერო ისეთი ბედნიერი ვარ. ფეხზე ამდგარი გულშემატკივარი რომელიც ქართულ ჰიმნს უსმენს, ეს უნდა განიცადო” – განაცხადა ლაშა ბექაურმა.