ახალი ამბები

დედოფლისწყაროში, ,,ქოჩების ტბის” ივრიდან ამოსული ჭარბი წყლით შევსების სამუშაოები მიმდინარეობს

,,ქოჩების ტბის” ივრიდან ამოსული ჭარბი წყლით შევსების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

,,ე. წ. ,,ქოჩების ტბა“ ახალ სიცოცხლეს იძენს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროში კიდევ ერთი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება“- აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.