ახალი ამბები

კახეთში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცოლის დანით დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჭრილობა დანით, ზურგის არეში მიაყენა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 19 119 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.