ახალი ამბები

რა პოლიტიკის დოკუმენტებს შეამუშავებს წელს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლის თანახმად, მთავრობამ პოლიტიკის დოკუმენტების 2024 წლის გეგმა შეიმუშავა.

გეგმა 36 დოკუმენტს – სტრატეგიებს, კონცეფციებსა და სამოქმედო გეგმებს მოიცავს, მათ შორისაა:

1. სასაქონლო ბაზრებისა და ვაჭრობის განვითარების 2025-2026 წლების კონცეფცია;
2. საქართველოს 2023-28 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა;
3. საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა;
4. საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა;
5. ციფრული ჯანდაცვის 2024-2030 წლების სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა;
6. დაბერების საკითხებზე სამოქმედო გეგმა 2024-2025;
7.ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს 2025-2030 წლების სტრატეგია;
8. კონცეფცია ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ;
9. დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა;
10. უცხოელთა ინტეგრაციისა და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის კონცეფცია.

სხვადასხვა დოკუმენტის შემუშავებაში შესაბამისი სამინისტროებია ჩართული.