საქართველოს საზღვარი ორ თვეში 77 700-მდე სატვირთომ გადაკვეთა
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.
ბიუჯეტის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 27 190 864 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 24 011 352 ლარი.
შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2-ით გაიზარდა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს დერეფანი 77 688 სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 68 603-მა ტრაილერმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.