ქართული კარტოფილის ექსპორტი გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ თებერვალში საქართველომ 931.8 ტონა (303.2 ათასი აშშ დოლარი) ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაყიდა,რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 2 თვეში კარტოფილის ადგილობრივმა ექსპორტმა 795.7 ტონა (95.4 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, წელს 2 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდულად, 6000%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1,719 ტონა (469.3 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 8,907 ტონა (2,559 მლნ აშშ დოლარი.
ხოლო რაც შეეხება ექსპორტიორს, სადაც ქართული წარმოების კარტოფილი გავიდა, ეს აზერბაიჯანია.