წელს კახეთში 110 კმ გზის რეაბილიტაცია დასრულდება
კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის 12 რეაბილიტაციის და 4 ნაპირსამაგრი და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის პროექტები მიმდინარეობს.
პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 138 კმ გზას საიდანაც 110 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსვე დასრულდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირდება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთი, ამ დროისთვის მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90% და 12 კმ-ზე მოწყობილია ასფალტის საფარი დასრულების ეტაპზეა ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
,,აქტიურად მიმდინარეობს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის უშუალოდ თელავზე გამავალი საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. პროექტების დასრულება საავტომობილო გზებზე კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 178 მილიონი ლარია. ჯამურად თექვსმეტივე პროექტის ღირებულება კი – 183 მილიონი ლარი”.