გურჯაანში სივრცითი და ქალაქთმშენებლობით განვითარებაზე 1 262 600 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობით განვითარებაზე 1 262 600 ლარი დაიხარჯება.
„სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქ გურჯაანის ცენტრის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გამართა. კონცეფცია დამსწრე აუდიტორიას დეტალურად გააცნეს „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ზურაბ წიკლაურმა, პროექტის ხელმძღვანელმა გია აბულაძემ და გეოგრაფიკმა გიორგი გოცირიძემ.
მუნიციპალიტეტის მთავარი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზანია მდგრადი განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრების ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის ჯანსაღი, მიმზიდველი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების და მართვის სამართლებრივ-ნორმატიული წინაპირობების შექმნა.
პროექტს „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო“ აფინანსებს, რომლის ღირებულებაც 1 262 600 ლარია. პროექტს შპს „სტუდია 21“ ასრულებს.