ახალი ამბები

საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსული ტურისტების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში აღნიშნული მიზნით უცხოელების მხრიდან 28,8 ათასი ვიზიტი განხორციელდა, 2022 წელს 21,6 ათასი, ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს 135,6 ათასს შეადგენდა (შენიშვნა:პანდემიის დროს, 2020-ის მეორე კვარტიდან 2021 წლის ჩათვლით, სტატისტიკა არ იწარმოებოდა).

ხოლო წინა წლების მაჩვენებლებს, 2018 წელს სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის 196,8 ათასი უცხოელი ჩამოვიდა, 1017 წელს – 175,2 ათასი, 2016 წელს – 205,2 ათასი, 2015 წელს – 224,4 ათასი და ა.შ. აღნიშნული მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ გასული 2 წელში შემცირება რეკორდულია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში უცხოელების მხრიდან სულ 6,2 მლნ ვიზიტი განხორციელდა, აქედან 0,5% მოდიოდა სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსულ უცხოელებზე.