ახალი ამბები

საქართველოდან ჩაის ექსპორტი თითქმის განახევრდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან 2,249 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც 96%-ით ნაკლებია, წინა წლის მაჩვენებელზე. 2022 წელს საქართველომ 4,399 მლნ აშშ დოლარის ჩაის ექსპორტი განახორციელა.

რაც შეეხება იმპორტს, თითქმის 4 ჯერ აჭარბებს ექსპორტს. კერძოდ, 2023 წელს საქართველომ 9,598 მლნ აშშ დოლარის ჩაი შეიძინა, 2022 წელს 9,979 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც გასულ წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ ჩაი.

ტოპ-5 ექსპორტიორი:

თურქეთი – 556.8 ათასი აშშ დოლარი
მონღოლეთი – 456.5 ათასი აშშ დოლარი
ყაზახეთი – 214.9 ათასი აშშ დოლარი
თურქმენეთი – 180.7 ათასი აშშ დოლარი
უკრაინა – 165.5 ათასი აშშ დოლარი
ტოპ-5 იმპორტიორი:

აზერბაიჯანი – 3,138 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი – 2,597 მლნ აშშ დოლარი
შრი-ლანკა – 1,801 მლნ აშშ დოლარი
პოლონეთი – 543.1 ათასი აშშ დოლარი
თურქეთი – 328.7 ათასი აშშ დოლარი