საგარეჯოში ახალმა ტურისტულმა ცენტრმა, „My Georgian Village” დაიწყო მუშაობა
ქალაქ საგარეჯოში, ახალმა ტურისტულმა ცენტრმა, „My Georgian Village” დაიწყო მუშაობა.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 3 სართულიან სასტუმროში 6 ადგილია, ჯამში შესაძლებელია 18 სტუმრის მიღება. მრავალფუნქციური სასტუმრო უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. გარდა ამისა, სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ბარი და ბიბლიოთეკა.
„მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი, ბევრი საინტერესო შეთავაზებით უნიკალურ შთაბეჭდილებას შეუქმნის ნებისმიერ ვიზიტორს. აღნიშნული პროექტი, უმნიშვნელოვანესია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ისტორიაში, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივი მაცხოვრებლების დასაქმებას და ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვანია მისი გეოგრაფიული მდებარეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში”,- განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა.