როგორ ხვდება თელავი ტურისტულ სეზონს
გადაცემაში ვსაუბრობთ თუ როგორ ხვდება თელავი ტურიზმის სეზონს, რა გაკეთდა და რა გამოწვევებია ამ მიმართულებით. კახეთში, ტურიზმის აქტიური სეზონი ფაქტობრივად, აპრილიდან იწყება.
პანდემიის შემდეგ, გასული წელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა. ტურისტული სეზონის განმავლობაში, მაღალი დატვირთვით მუშაობს სასტუმროები და კაფე-რესტორნები. ბოლო პერიოდში, გაზრდილია ტურისტების რიცხვი როგორც უცხოელების, ისე ადგილობრივი. როგორ ხვდება თელავი ტურისტულ სეზონს, რა გამოწვევებია ამ სფეროში, ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი დიანა ფხოველიშვილი.