რა პრობლემები აქვთ კახეთში მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს
საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი კვლავ დაუმუშავებელია. ამ კუთხით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კახეთის რეგიონში. მემარცვლე ფერმერებმა წინა წლის მოსავალი ვერ გაყიდეს, რის გამოც ფინანსური სახსრების გარეშე დარჩენილმა ფერმერებმა მიწა ვერ დაამუშავეს. პრობლემაა ასევე დამუშავებულ ნაკვეთებში აგროღონისძიებების ჩატარებაც.
ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენს გადაცემაში. გადაცემის სტუმარი, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძეა.