გომბორის უღელტეხილი- ადგილი რომელიც ყველა სეზონზე ულამაზესია
გომბორის უღელტეხილი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია, თუმცა ვიზიტორების უმრავლესობა უპირატესობას მაინც შემოდგომის გომბორს ანიჭებს.
თელავისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა გომბორის უღელტეხილზე გადის. უღელტეხილის მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრია.
ეს საოცარი ადგილი მნახველებს მრავალფეროვანი ბუნებას და საუკეთესო ხედებს სთავაზობს. რაც მთავარია თბილისთან ახლოს, სულ რაღაც საათნახევრის სავალზეა.
თუ გომბორის მონახულებას გადაწყვეტთ აუცილებლად ესტუმრეთ შუამთასაც, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
აქ სტუმრობისას შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ ძველი და ახალი შუამთის მონასტრები, რომელიც განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ფოტოები: tornike kochkiani