ახალი ამბები

სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 8.75 მილიარდი დოლარია

2024 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 8.75 მილიარდი დოლარია, რაც დეკემბრის ვალთან შედარებით 150 მილიონი დოლარით ნაკლებია, ხოლო ერთწლიან ჭრილში სამთავრობო სექტორის ვალი 320 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 62% სამ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტზე მოდის, რომლებიც საქართველოს მთავრობას გრძელვადიან კრედიტებს აწვდიან და ქვეყნის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას აფინანსებენ. ესენია აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. კრედიტორთა შორის #1 ადგილს სწორედ აზიის განვითარების ბანკი (ADB) იკავებს, რომლის მიმართაც საქართველოს ჯამურად 2.2 მილიარდი დოლარის ვალი აქვს აღებული.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს საგარეო ვალდებულებების 65% ევროში, 29.5% დოლარში, 4% SDR-ში, დანარჩენი კი სხვა ვალუტებშია ნომინირებული. რაც შეეხება ვალების საპროცენტო განაკვეთებს, მათი 50% ფიქსირებული, 50% კი ცვლადია.

საქართველოს მთავრობის ვალი 2024 წლის იანვრის მდგომარეობით:

აღნიშნულია ქვეყანა, საფინანსო ინსტიტუტი და ვალის მოცულობა (მლნ აშშ დოლარი).

ADB 2,239
WB 2,086
EIB 1,124
საფრანგეთი (AFD) 770.0
გერმანია (KFW) 615.0
მთავრობის ევრობონდი 500.0
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ 398.0
EBRD 229.0
AIIB 224.0
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ 195.0
EU 144.0
იაპონია 133.0
IFAD 37.0
რუსეთი 15.0
ავსტრია 13.0
ქუვეითი 11.0
ამერიკის შეერთებული შტატები 9.0
თურქეთი 4.0
ყაზახეთი 2.4
აზერბაიჯანი 2.2
NEFCO 2.1
სომხეთი 2.0
ირანი 1.6