ახალი ამბები

თელავის დემოკრატიის სკოლის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, 8 მარტი აქტივობებით აღნიშნეს

თელავის დემოკრატიის სკოლასთან არსებული ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, თელავის ცენტრალურ მოედანზე, 8 მარტის აღსანიშნავად, სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.

ახალგაზრდებმა გოგონების ნახატების გამოფენა მოაწყეს და გამვლელ ქალებს, საკუთარი ხელით დაკრეფილი იებიც აჩუქეს.

,,აქტივობები ახალგაზრდების ინიციატივით განხორციელდა. გუშინ მათ საკუთარი ხელით დაკრიფეს იები და ქუჩაში გამვლელ ქალებს დაურიგეს.
ამის პარალელურად, გოგონების ნახატების გამოფენაც მოვაწყეთ და ერთი ნამუშევარი გავყიდეთ უცხოელ ტურისტზე.
თავისუფლების მოედანი მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩაერთვება. რაც მთვარია, ჩვენთვის დემოკრატია მნიშვნელოვანია. 8 მარტი არ არის ყვავილების ჩუქების დღე, ეს არის ქალთა უფლებების დაცვის დღე”,-განუცხადა knews.ge-ს თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა არჩილ მჭედლიშვილმა.