ახალი ამბები

ელჩმა დანიგანმა მოსამართლე ქალებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლა

ამ დროის მონაცემებით საქართველოს მოსამართლეების ნახევარზე მეტი ქალია. მოსამართლე ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დანიგანმა მოსამართლე ქალებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლა.

საქართველოს მოსამართლეები და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები იცავენ მოქალაქეთა უფლებებს, უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების თანაბარ ხელმისაწვდომობას და ქმნიან პირობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.
აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.