მე-20 საუკუნეში მოღვაწე უდი ლინგვისტი ანა პაჭიკაშვილი-ფოტო ისტორია
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,საქართველოს უდიები” მე-20 საუკუნეში მოღვაწე უდი ლინგვისტის, უდიური ენის სპეციალისტის ანა პაჭიკაშვილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ანა პაჭიკაშვილი დაიბადა 1948 წელს სოფელ ზინობიანში. გარდაიცვალა 1985 წელს.
ის არის ავტორი უდიური ენის შესახებ დაწერილი არაერთი ნაშრომისა, მათ შორის: ,,მესაქონლეობის ლექსიკა უდიურ ენაში” (1981 წ.) და ,,ზოგი მსხვილფეხა პირუტყვის აღმნიშვნელი სიტყვა უდიურ ენაში” (1984 წ.). ზოგიერთი მისი ნაშრომი გამოუქვეყნებელი დარჩა და დაიკარგა.
(ფოტო): პაჭიკაშვილების საოჯახო არქივი