წინანდლის მამული 1 მაისს ევროპაკონცერტს უმასპინძლებს
წინანდლის მამული 1 მაისს ევროპაკონცერტს უმასპინძლებს.
ამის შესახებ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთეს კონცერტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ლეგენდარულ მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით კონცერტს საქართველოში პირველად, წინანდლის მამულში გამართავს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში მშვიდობიან თანაარსებობას. სიმბოლურია, რომ წელს პირველად, ევროპული ღირებულებების აღნიშვნის ეპიცენტრად სწორედ წინანდალი და საქართველო შეირჩა.
„2024 წლის 1 მაისს გერმანიის და საქართველოს ურთიერთობაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მოწმენი გავხდებით. როგორც ყველა ქართველი, მე ვამაყობ, რომ ამ გლობალური მასშტაბის ღონისძიების მონაწილე ვარ და ამას გარდა, წილად მხვდა პატივი ვუმასპინძლო მუსიკის ამ ზეიმს მშვიდობისთვის და ერთიანობისთვის, რაც დღევანდელ დღეს ასე აუცილებელია“,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიების მასპინძელია: Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი. ღონისძიების ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ბმულზე www.tkt.ge/europakonzert. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://europakonzert.ge.