თელავში მოსახლეობა ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ქუჩაზე არსებული სახლების აივნების და გზის რეაბილიტაციას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ქუჩა დატვირთულია ისტორიული ძეგლებით და ამიტომ მოსახლეობას, საკუთარი სურვილით, სახლების რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ აქვთ. გარდა ამისა, მათ ფინანსური პრობლემა აქვთ.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სამომავლოდ იგეგმება ამ ქუჩის რეაბილიტაცია.
“თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და აქტიურია, განსაკუთრებით ტურისტული თვალსაზრისით, მისი სიძველიდან და შენობების ისტორიულობიდან გამომდინარე. შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მოწესრიგდება ქვაფენილი, სანიაღვრე ჭები და საგზაო ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება შენობებს, ქუჩაზე მდებარე სტიქიის შედეგად დაზიანებულ ამ კონკრეტულ სახლში, სახურავი უახლოეს დროში შეიცვლება.
მუნიციპალიტეტის მერია, თავისი კომპეტენციის და შესაბამისი რესურსის ფარგლებში განახორციელებს ქუჩის რეაბილიტაციას”, – განაცხადეს მერიაში.