წოლჭიმსა და ძალისმიერ სამჭიდში, სიღნაღელმა სპორტსმენებმა, 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ქალაქ რუსთავში, წოლჭიმსა და ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდი, 10 სპორტსმენის შემადგენლობით მონაწილეობდა.
სიღნაღელმა სპორტსმენებმა 5 ოქროს, ორი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატზე სპორტსმენებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეპოვებინათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია.
ორმა სიღნაღელმა სპორტსმენმა, ცოტნე ბეჟაშვილმა და გიორგი ოტიაშვილმა შეძლეს და მოიპოვეს აღნიშნული ლიცენზია.