ახალი ამბები

სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსის რეგისტრაცია დაიწყო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 4 მარტს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ამ მისამართზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება, ან გაუმჯობესება და არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.