პროდუქტები, რომელიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა
წელს თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:
ყურძენი – 49,2%
ატამი – 47,3%
ქლიავი – 39%
მსხალი – 31,8%
ვაშლი – 31,3%
ნიორი – 31%
კივი – 25,1%
ხინკალი რესტორანში – 13,8%
ბენზინი – 12,7%
ძროხის ხორცი – 11,8%