MMA-ის თუში მებრძოლი, იცო ბაბულაიძე, ROC-ის მსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონია
თუში მებრძოლი, იცო ბაბულაიძე, ROC-ის მსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
MMA-ის ქართველი მებრძოლი გამოცდილ ამერიკელ მებრძოლს ჯოშ ჯექსონს დაუპირისპირდა და რამდენიმე წამში, მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა.
იცო Ring Of Combat-ის მეორე ქართველი ჩემპიონია, პირველი მერაბ დვალიშვილი იყო და სწორედ აქედან მოხვდა ის UFC-ში.