ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

,,იმისთვის რომ ვიცოცხლო, საზღვარგარეთ მკურნალობა მჭირდება”- თელაველი ბექა გრემელაშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები ახალგაზრდა, ბექა გრემელაშვილი, დახმარებას ითხოვს.

ის 11 წელია საწოლს არის მიჯაჭვული და შფოთვით აშლილობას, რეაქტიული დეპრესიას, აფექტურ აშლილობასა და ჰისტრიონულ პიროვნულ აშლილობაზე მკურნალობს, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, წამლები, რომელსაც ის იღებს, სწორ მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაში არ ეხმარება.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მან თავისუფლად ცხოვრება და სახლიდან გარეთ გასვლა, მას ესჭიროება ალტერნატიული მკურნალობა, რაც საქართველოში არ კეთდება. როგორც ბექა ჩვენთან საუბარში აცხადებს, ერთ-ერთია ელექტროშოკური თერაპია, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ახალგაზრდა ამბობს, რომ დახმარების თხოვნით სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ, რადგან სახელმწიფომ სხვადასხვა მიზეზით, მისი მკურნალობის დაფინანსებაზე უარი თქვა. ბექა განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მის დასაფინანსებლად ითხოვს ისეთ საბუთებს და ხარჯთაღრიცხვას, რასაც არათუ ქართული, არამედ უცხოური სამედიცინო დაწესებულებებიც ვერ გასცემენ.

ახალგაზრდა რამდენიმე წლის წინ შვეიცარიაში ემიგრაციაში წავიდა, თუმცა იქ ცხოვრების და მკურნალობის უფლება ვერ მოიპოვა და საქართველოში იძულებით დააბრუნეს. ახალგაზრდა ამბობს, რომ იმისთვის რომ იცოცხლოს, სჭირდება საზოგადოების და სახელმწიფო ორგანოების დახმარება.

ბექას დედის ინფორმაციით, ახალგაზრდას მკურნალობისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს. მსურველებს შეუძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშებზე დარიცხონ:
GE23BG0000000570764498
GE58TB7526445068100005
მიმღები: ბექას დედა, ნინო ნადირაშვილი

ვრცლად ბექას შესახებ ნახეთ ჩვენს ვიდეო რეპორტაჟში.