ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
გომბორის გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
,,ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.