ცოდნისკარში ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცოდნისკარის ადმინისტრაციულ თემში, ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა.
ახალ სივრცეში, რომელიც საოფისე ინვენტარით, წიგნებითა და ტექნიკით აღიჭურვა, ცოდნისკარის თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს, შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმონ და ერთობლივი პროექტები განახორციელონ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდული სივრცეების პროექტი, მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერ არის ინიცირებული.