ახალი ამბები

თელავში, სასაფლაოზე არასწორი ისტორიული ფაქტების შემცველი ქართულ- რუსული ბანერი დაამონტაჟეს

თელავში, ერთ-ერთ სასაფლაოზე არასწორი ისტორიული ფაქტების შემცველი ქართულ- რუსული ბანერი დაამონტაჟეს, საკითხით ჟურნალისტების დაინტერესებია შემდეგ კი წაშალეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ ბანერი მეორე მსოფლიო ომში დაჭრილი და გარდაცვლილი თელაველების შესახებ მცდარ ინფორმაციას, რუსულ ენაზე ნათარგმნ ტექტს და საბჭოთა სიმბოლიკას შეიცავს.

წარწერა ბანერზე, მეორე მსოფლიო ომს “სამამულო ომს” უწოდებს, თუმცა ომში მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილი პირების ვინაობას ვერ აკონკრეტებს. იგივეა ნათქვამი, რუსულად ნათარგმნ ტექსტშიც.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ ისტორიის გაყალბება რუსული იდეოლოგიის ნაწილია და ბანერი მიზანმიმართულად დადგეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ბანერის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და მაშ შემდეგ, რაც ინფორმაციქ გავრცელდა, მისი დემონტაჟი დაიწყეს.

ვინ არის კერძო პირი, ვინც ნებართვის გარეშე ყალბი ისტორიული ფაქტების ამსახველი ბანერი დაამონტაჟა და დაჯარიმდა თუ არა ის, მერიაში არ დაუკონკრეტებიათ.

ფოტო: მთავარი არხი