სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
ამჯერად გაგაცნობთ სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას. ისტორიკოსი, თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.
მისი თქმით, ძლიერ დაზიანებული ეკლესია აღდგენილია 2018 წელს, საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუს” დაფინანსებით.